© 2019 RICDOG. ნიკოლოზ ოსეფაიშვილი & ლუი კაცაძე.

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დილაოგი" 
იყავი აქტიური ყოველთვის და ყველგან!

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
  • Vkontakte

Сharging Eco Space

RICDOG-ი 350.org-ისა და გლობალური მწვანე გრანტების ფონდის მხარდაჭერით ქუთაისში ახორციელებს პროექტს სახელწოდებით "Сharging Eco Space"

➡ მოკლე მიმოხილვა:

პროექტის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ სკვერში, დამონტაჟდება სპეციალური ენერგიის გამომუშავებელი ველოსიპედები, რომლის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეეძლება ერთის მხრივ გამოიმუშავოს ენერგია და მეორეს მხრივ დატენოს ნებისმიერი ტექნიკური ნივთი.
აგრეთვე პროექტის განმავლობაში მოეწყობა სხვადასხვა აქტივობები ეკოლოგიური კულტურისა და კლიმატის ცვლილებების თაობაზე ცნობიერების ამაღლების კუთხით, რომელშიც მედია აქტიურად იქნება ჩართული.

  RICDOG-ი მომდევნო 6 თვის განმავლობაში:
- ქუთაისის ერთ-ერთ სკვერში დაამონტაჟებს 3 ველოსიპედს სპეციალური ენერგოშემნახველი აპარატით;
- ჩაატარებს 3 აქტივობას: აქცია „გაუკეთე სიკეთე პლანეტას“; დისკუსია "მწვანე ქალაქის" განვითარებაზე და შეხვედრა „კლიმატური წვეულების“ ფორმატში.

✔ პროექტი 6 თვიანია. ამ დროის განმავლობაში RICDOG-ი აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ადგილობრივ მედიასაშუალებებთან.

  პროექტით გვინდა მოსახლეობამ დაინახოს ალტერნატიული ენერგოსაშუალებების მაგალითები და დაფიქრდნენ კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა საშუალებებზე.

  საერთო ჯამში პროექტის მიზანია შექმნას სივრცე, სადაც თემს შესაძლებლობა ექნება გამოხატოს თავისი მოსაზრებები კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.