© 2019 RICDOG. ნიკოლოზ ოსეფაიშვილი & ლუი კაცაძე.

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დილაოგი" 
იყავი აქტიური ყოველთვის და ყველგან!

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
  • Vkontakte

CRC

სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” ახორციელებს პროექტს ამერიკული ორგანიზაცია PH International, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს მიერ დაფინანსებული „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE CALLS) ფარგლებში! პროექტი 7 თვიანია და მისი მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვნების დანაშაულის რისკისგან დაცვა მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებით.

პროექტის მიზანი:
პროექტის მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვნების, სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებით, დანაშაულის რისკისგან დაცვა.

მონაწილეები მიიღებენ შემდეგ გამოცდილებას: კანონების წაკითხვა და გააზრება; გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო უნარ–ჩვევა; გუნდური მუშაობის უნარ–ჩვევა; საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნარ–ჩვევა; სტრატეგიის დასახვისა და შესრულების უნარ–ჩვევა და ა.შ.
პროგრამა 7 თვე გაგრძელდება (2015 წლის თებერვალი-ივლისი).


 

სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა „თაობათა დიალოგი“ განახორციელა პროექტი „სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭო“ ამერიკული ორგანიზაცია PH International, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთის“ ( GE CALLS) ფარგლებში.

პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და არასრულწლოვნების დანაშაულის რისკისგან დაცვა მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებით.

პროექტი 7 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი  ბენეფიციარები იყვნენ სკოლის მოსწავლეები, პრობაციაში მყოფი ახალგაზრდები და სტუდენტები. ბენეფიციართა საერთო რაოდენობა შედგებოდა 34 ადამიანისგან. 

სულ განხორციელდა 2 პროექტი: სამოქალაქო პასუხიმგებლობის საბჭო 1 და სამოქალაქო პასუხიმგებლობის საბჭო 2. მასში ჩართული იყვნენ ჯამში 70 მეტი მონაწილე სხვადასხვა ასაკის ადამიანები. 

 

მოდელი - „სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭო“ წარმოადგენდა სადისკუსიო პლატფორმას, რომელიც 3 ფაზად იყო დაყოფილი და სადაც მონაწილეებმა განიხილეს 3 ქეისი(ამბავი).თიტოეულ ამბავში მოთხრობილი იყო კონკრეტული შემთხვევა.

„სამოქალაქო პასუხისმგებლობის საბჭო“ მოდელის მონაწილეები თითოეული ფაზის განმავლობაში ლოტოტრონის პრინციპით იღებდნენ და ირგებდნენ კონკრეტულ როლს; მაგალითად:ფსიქოლოგი, პედაგოგი, პენსიონერი, შშმპ და ა.შ აღნიშნული როლებიდან გამომდინარე მიმდინარეობდა დისკუსიები. თითოეული მონაწილე გადანაწილებული იყო 4 ძირითად ჯგუფში: „აქტიური მოქალაქეები“, პასიური მოქალაქეები“, პასუხისმგებლიანი მოქალაქები“და ექსპერტები“.

პროექტის მონაწილეები თითოეული ქეისის განხილვის შემდეგ ქმნიდნენ რეზოლუციას, რომელშიც წარმოდგენილი იყო პრობლემიდან გამოსავლის გზები. ასევე რეზოლუციაში ჩატანილი იყო ის პრევენციული ზომები, რაც მონაწილეთა შეხედულებით სახელმწიფოში უნდა გატარდეს.

თითოეულ ფაზაში კრიტერიუმებიდან გამომდინარე ვლინდებოდა 4 საუკეთესო ქულის მქონე პირი. წამახალისებელ პრიზად ოთხეულში მოხვედრილ მონაწილეებს გადაეცემოდათ წიგნები.

პროექტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მოწვეულ ექსპერტებთან, რომლებიც მოწვეული იყვნენ ქეისიდან გამომდინარე. ექსპერტთან შეხვედრა მონაწილეებს საშუალებას აძლევდა რეზოლუციისთვის საჭირო მუხლები სწორად შეემუშვებინათ და იდეებისთვის სწორი ფორმულირება მიეცათ.

პროექტის განმავლობაში დაიწერა 5 რეზოლუცია. განხორციელდა 15 სამოქალაქო ღონისძიება. გაკეთდა 20 მდე პრეზენტაცია ქუთაისის საჯარო სკოლებში და სხვა დაწესებულებებში. 3 პრეზენტაცია არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის. მონაწილეებმა ასევე შეიმუსავეს სამოქმედო გეგმა, რომელიც განახორციელეს. სამოქმედო გეგმის ფარგლებში 12 მდე ღონისძიება აქცია ჩატარდა.