ESC | RICDOG
top of page
RICDOG & EU_edited.jpg

European Solidarity Corps in RICDOG

2027 წლამდე RICDOG-ს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ერთდროულად 4 გრძელვადიანი და 4 მოკლევადიანი მოხალისე. ასევე უფლება მიიღო ბაღდათის ახალგაზრდული ცენტრისთვის "Game Zone" (რომლის პროგრამულ უზუნველყოფასაც ორგანიზაცია ახორციელებს) მიიღოს 2 გრძელვადიანი და 2 მოკლევადიანი მოხალისე.

გარდა ამისა, მიიღოს ერთდროულად 12 მოხალისისგან შემდგარი ჯგუფი.

მეტი ... დაქლიკეთ აქ

რა არის ევროპის სოლიდარობის კორპუსი?

ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის ევროკავშირის ახალგაზრდული მოხალისეობრივი პროგრამა.

ევროპული სოლიდარობის კორპუსის მიზანია მოხალისეობის გზით ხელი შეუწყოს სოლიდარობას, როგორც ღირებულებას, გააძლიეროს ახალგაზრდებისა და ორგანიზაციების ჩართულობა ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის სოლიდარობის აქტივობებში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროპაში ერთობის, სოლიდარობის, დემოკრატიისა და მოქალაქეობის განმტკიცებას, ასევე სოციალურ გამოწვევებსა და თემის გაძლიერებას, სოციალური ინტეგრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით. გარდა ამისა, პროგრამას ასევე წვილი შეაქვს ევროპის ახალგაზრდულ თანამშრომლობის გაზრდაში.

უფრო კონკრეტულად, მისი ამოცანებია:

  • მონაწილე ორგანიზაციების მხარდაჭერით, ახალგაზრდებს მიეცეთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ერთობლივ საქმიანობაში, რაც საზოგადოებაში პოზიტიურ სოციალურ ცვლილებებს უწყობს ხელს. გაიუმჯობესონ პერსონალური, საგანმანათლებლო, სოციალური, სამოქალაქო, კულტურული და პროფესიული განვითარების უნარები და კომპეტენციები, ასევე ახალგაზრდა მოხალისეებისა და მუშაკების, მობილობის ხელშეწყობით, აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბებაში, დასაქმებასა და შრომის ბაზარზე შესვლაში დახმარება.

  • უზრუნველყოს ევროპული სოლიდარობის კორპუსის მიერ მონაწილეთათვის შეთავაზებული ერთობლივი საქმიანობა არის მაღალი ხარისხის, ეფექტური და პატივს სცემს ევროპის სოლიდარობის კორპუსის პრინციპებს;

  • უზრუნველყოს განსაკუთრებული ძალისხმევა სოციალური ინტეგრაცისაა და თანაბარი შესაძლებლობებისთვის, განსაკუთრებით ნაკლები შესაძლებლობების მქონე მონაწილეებში, სპეციალური ზომების მეშვეობით, როგორიცაა სოლიდარობის საქმიანობის შესაბამისი ფორმატი და პერსონალური მხარდაჭერა;

  • შეიტანოს წვლილი ახალგაზრდებისათვის ევროპულ თანამშრომლობის გაძლიერებასა და მისი დადებითი გავლენის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.

აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზნით, შესაძლებელია შემდეგი აქტივობები:

  • ინდივიდუალური მოხალისეობა

  • ჯგუფური მოხალისეობა

ზემოაღნიშნულ შესაძლებლობებში მონაწილეობის მსურველემა ორგანიზაციებმა უნდა მიიღონ ხარისხის ნიშანი (Quality Label). ევროპის მოხალისეობრივი სერვისის (EVS) აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციებს ავტომატურად შეეძლებათ მონაწილეობას ევროპის სოლიდარობის კორპუსი აქტივობებში ჩართვა.

დეტელური ინფორმაცია თითოეულ აქტივობაზე, ასევე პრაქტიკული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროგრამის გზამკვლევში.

Contact

ESC coordinator: Lana Totadze

bottom of page