EaP GNP | RICDOG
top of page

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა

2009 წლის 7 მაისს ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის ექვს ქვეყანას – აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, ბელორუსი, მოლდავეთი, უკრაინა – თანამშრომლობის ახალი ფორმა,  აღმოსავლეთის პარტნიორობა შესთავაზა. ევროკავშირის ახალი ინიციატივის მიზნებია: დემოკრატიისა და ეფექტიანი მმართველობის, სოციალური და ეკონომიკური განვითარების, სექტორული რეფორმების, გარემოს დაცვის ხელშეწყობა, ენერგოსექტორის გაძლიერება, ხალხთაშორისი კონტაქტების წახალისება.


აღმოსავლეთის პარტნიორობა ხელს უწყობს აღმოსავლეთ ევროპის ექვსი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. აღმოსავლეთ პარტნიორობის საქმიანობა ორიენტირებულია მრავალმხრივ (ევროკავშირი – აღმოსვლეთ ევროპის ექვსი ქვეყანა) და ორმხრივ ურთიერთობებზე (ევროკავშირი – პარტნიორობაში მონაწილე ცალკეული ქვეყანა).
აღმოსავლეთის პარტნიორობა მოიცავს ოთხ თემატურ პლატფორმასა და რამდენიმე სპეციალურ ინიციატივას.

2008 წლის 3 დეკემბრის კომუნიკაციაში (com (2008) 823) ევროპის კომისიამ ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის აუცილებლობას აღმოსავლეთის პარტნიორობისათვის.

RICDOG ქსელის წევრი 2016 წლიდანაა და აქტიურად ჩართულია პირველი, მესამე, მეოთხე და მეხუთე სამუშაო ჯგუფების მუშაობაში. 

ამ ეტაპზე ორგანიზაციის თავმჯდომარე, ნუგზარ კოხრეიძე არის პლატფორმის თავმჯდომარის მოადგილე და მესამე სამუშაო ჯგუფის (გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილებები და ენრეგეტიკული უსაფრთხოება) თანაკოორდინატორი. მანამდე ის 2 წლის განმავლობაში მეხუთე სამუშაო ჯგუფის (სოციალური დიალოგი, შრომითი უფლებები) კოორდინატორი. 

სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის კოორდინაციისათვის თითოეულ ქვეყანაში იქმნება ეროვნული პლატფორმა. ეროვნულმა პლატფორმამ ხელი უნდა შეუწყოს აღმოსავლეთის პარტნიორობის როგორც მრავალმხრივი (ევროკავშირი – პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნები და ურთიერთობები თავად ამ ქვეყნებს შორის), ასევე, ორმხრივი (ევროკავშირი – საქართველო) განზომილების ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობას.

ეროვნულ პლატფორმას შეადგენენ საქართველოში რეგისტრირებული ადგილობრივი და პარტნიორ ქვეყანაში მოღვაწე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები; მათ შორის, პროფესიული გაერთიანებები.

ეროვნული პლატფორმის ფუნქციებია:

1) აღმოსავლეთის პარტნიორობის თემატური პლატფორმებისა და საფლაგმანო ინიციატივების მიმდინარეობის ხელშეწყობა საქართველოში;
2) სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების წარდგენისა და ფორუმის საქმიანობისთვის ხელის შეწყობა.

bottom of page