RICDOG Market | RICDOG
top of page

RICDOG ბირჟა

 

RICDOG ბირჟა წარმოადგენს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის "თაობათა დიალოგი"-ს კორპორაციულ თამაშს, რომლის მიზანია ფანდრაიზინგის კულტურის დამკვიდრება ორგანიზაციის წევრებს შორის და მათი საქმიანობის სტიმულირება.

 

თამაშის ზოგადი აღწერა:

 

RICDOG ბირჟა წარმოადგენს ერთგვარ ყულაბას, რომელშიც ვირტუალური თანხა ინახება (რიკი). ორგანიზაციის წევრი აგროვებს და ხარჯავს, ცვლის და ახურდავებს აღნიშნულ ვალუტას. პროცესის განხორციელების მიზნით შექმნილია სიმულაციური RICDOG ცენტრალური ბანკი, რომელიც პასუხისმგებელია იმუშავოს წევრთან და მას ფულთან (ამ შემთხვევაში ვირტუალურთან) ურთიერთობა ასწავლოს, გამოუმუშავოს მასში ბიზნესს უნარები, შეასწავლოს თანხის დაგროვების, დაზოგვის და სწორად განკარგვის კომპეტენციები.

 

ბანკი შემდეგ საქმიანობას ახორციელებს:

 

  • განსაზღვრავს რიკის რეზერვებს;

  • ბეჭდავს ფულს;

  • ანგარიშობს წევრების მიერ დაგროვილ რიკებს;

  • აქვეყნებს ყოველთვიურ ინდივიდუალურ და საერთო ანგარიშებს;

  • მუშაობს წევრებთან კომპონენტების შესრულების უზრუნველყოფისათვის;

  • ახორციელებს სხადასხვა სახის ეკონომიკურ მცირე პროგრამებს მიზნების მისაღწევად;

  • აქვეყნებს ანალიტიკას რიკის მდგომარეობის, პროგნოზის და სხვა თაობაზე;

  • გასცემს კონსულტაციებს წევრებისათვის რიკის უკეთესად გამოყენების ან დაგროვების თაობაზე;

  • ეხმარება წევრებს დავალიანების აღმოფხვრისათვის.

 

ბანკი პასუხისმგებელია კომპონენტების შესრულებაზე.

 

კომპონენტები ორგანიზაციის წევრებში შემდეგი მნიშვნელოვანი უნარების, დამოკიდებულებებისა და კომპეტენციების გამომუშავებაზე მუშაობს:

 

  • ფონდების მოძიების ნაწილში მონაწილეობა;

  • ინიციატივების წახალისება წევრებში;

  • ინოვაციური აზროვნებისაკენ მოტივირება;

  • ბიზნეს აზროვნება და ბიუჯეტირების უნარების გამომუშავება;

  • გუნდურობა;

  • გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა;

  • პასუხისმგებლობა საერთო ხარჯებზე, შემოსავლის კონტროლი, ანგარიშვალდებულება და სხვა.

 

 

წესები:

 

ორგანიზაციის წევრები ყოველი თვის 25 რიცხვში ფასდებიან და მათი აქტივობები რიკით (ორგანიზაციის ვირტუალური ფულადი ერთეულით „კრიპტოვალუტით“) ფასდება. თამაში გუნდურობაზეა გათვლილი, ვინაიდან გუნდმა უნდა უზრუნველყოს რიკის სტაბილურ ერთეულად შენარჩუნება (რიკის საწყისი ფასი 10 თეთრია). ამავე დროს თამაში ინდივიდუალურიცაა, ვინაიდან ყველა წევრი პიროვნულადაც ფასდება და მათ რიკები ერიცხებათ. რიკები მათ ორგანიზაციაში სერვისების მიღებისთვის სჭირდებათ.

 

ყოველ 3 თვეში ერთხელ, შესაძლებელია წევრებმა გაანაღდონ დაგროვილი რიკები ლარში, მიმდინარე კურსით.

 

ყოველი თვის 25 რიცხვში ორგანიზაციის გამგეობა ანგარიშს წარადგენს 6 კრიტერიუმის მიხედვით, რომლითან რიკის მიმდინარე კურსი დგინდება.

 

  • თვის ბიუჯეტის შესრულება - 0,2

  • ორგანიზაციის წევრთა შეხვედრებზე დასწრება (ორგანიზაციის წევრთა სიის 3/4 დასწრება) - 0,1

  • 2 ინიციატივა, პროექტის ან პროგრამის იდეა - 0,1

  • ორგანიზაციის წევრების მიერ სამუშაო დროების ათვისება  - 0,1  ( წევრების 70%)

  • ორგანიზაციის წევრების მიერ სახელფასო დანარიცხების 70 %-ის ათვისება - 0,1

  • კარიერული ზრდა - 0,1 (ორგანიზაციის წევრთა სიის უბრალო უმრავლესობა).

 

იანვრის თვეში, რიკის კურსის დადგენისას 6 ყოველთვიურ კრიტერიუმს ემატება 3 კრიტერიუმი:

  • წლის მანძილზე მინიმუმ 2 (მინიმალური ღირებულება 4000 დოლარი) საგრანტო პროექტის განხორციელება - 2 თეთრი;

  • წლის მანძილზე ყველა დაგეგმილი ღონისძიების განხორციელება - 1 თეთრი;

  • ორგანიზაციის წევრების სტატუსების ცვლილება - 3 თეთრი.

 

 

რიკების გამომუშავება შემდეგი საქმიანობით არის შესაძლებელი:

 

  • პროგრამის ან პროექტის კოორდინატორი - 200 რიკი

  • პროგრამის ასისტენტი - 150 რიკი

  • კონსულტანტი - 100 რიკი

  • ინიციატივა - განხორციელება - 150 რიკი

  • პროექტის დაწერა -  500 ლარი - 50 რიკი; 1000-5000 ლარი - 200 რიკი; 10 000 და ზემოთ - 1000 რიკი

  • ვარსკლავი (ენიჭება წლის განმავლობაში განსაკუთრებული წვლილისათვის ორგანიზაციის წევრს) - 500 რიკი

  • ტრენინგის, სემინარის, ვორკშოპის ჩატარება - 200 რიკი

  • სხვა განსხვავებული საქმიანობის განხორციელება - 150 რიკი

 

ასევე შესაძლებელია რიკი შეიძინოთ. რიკის ღირებულებაა - 10 თეთრი.

 

რიკის გადახდა შესაძლებელია შემდეგ საქმიანობის განხორციელების დროს:

 

  • საწევრო - 5 ლარი ექვივალენტი რიკში (ეჭრებათ ავტომატურად 3 თვის შემდეგ თუ ლარში არ გადაიხადეს)

  • ყავა-ჩაი - 5 რიკი (ეჭრებათ ავტომატურად ყოველ თვეში)

  • ტრენინგი, სემინარი, ვორკშოპი და სხვა - 100 რიკი

  • თამაშები - 50 რიკი

  • გაცვლითი პროგრამები - 250 რიკი

  • ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა ღონისძიებებში (ტრენინგები, კონფერენციები და სხვა)- 50 რიკი

  • სასწავლო კურსები - 100 რიკი

  • ჯარიმები - იჭრება ავტომატურად

  • რეგისტრაცია არ გატარება - 10 რიკი

  • დაგვიანება დანიშნულ შეხვედრაზე - თითო წუთი 1 რიკი

  • მორიგეობის  შესრულება - პლიუს 50 რიკი

  • სტრუქტურით გაწერილი წესების  შესრულება - პლიუს 50 რიკი

  • საკუთარი სამუშაო ადგილის, ნივთის, ტექნიკის და სხვა არ მოწესრიგება - 50 რიკი

  • პროგრამის უარყოფითი კოორდინაცია - 50 რიკი

ბირჟა 1.jpg
bottom of page