top of page

Open Self-Government

სამეცნიერო–ინტელექტუალურმა  კლუბმა  “თაობათა დიალოგი“  განახორციელა ახალგაზრდული პროექტი - მოდელირებული, სიმულაციური თამაში „ღია თვითმმართველობა“.

პროგრამის მიზანი იყო ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარება, თვითმმართველობის პრინციპებისა და მუშაობის გაცნობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა, ქალაქის განვითარება და ახალგაზრდული პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიება.

პროექტი 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში 30 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას.

პროგრამა სამი ძირითადი ფაზისგან შედგებოდა, თითოეულ მათგანს თავისი სპეციფიკური ქვე -პროგრამული და ფაზის მიზანი ქონდა.

 

თამაშის პირველი ფაზის მიზანი იყო მონაწილეების იდეურად მომზადება პოლიტიკური აქტივობებისთვის.

პროგრამული მიზანი იყო მონაწილეებისთვის არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით, მოწეული სტუმრების, ჯგუფური და ინდივიდუალური დავალებებით, იდეური საუბრებითა და სხვადასხვა აქტივობებით არსებული და ალტერნატიული „პოლიტიკური გარემოზე“ შთაბეჭდილებების შექმნა.

 

პროგრამის ფარგლებში მოწვეულ იქნა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორიდან შესაბამისი თემის (კანონმდებლობა და კოდექსი, ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია-მოვალეობები,მისი  ბიუჯეტი, ადგილობრივი არჩევნები, ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურა და სამოქმედო გეგმა, გუნდური მუშაობა, სტრატეგიის დასახვა და შესრულება, პოლიტიკური პლატფორმა, საქართველოში და მსოიფლიოში არსებული პოლიტიკური გარემო და ა.შ.) კომპეტენტური ადამიანები საიადან, ადგილობრივი თვითმმართველობიდან, ცესკო-დან და სხვადასხვა NGO-დან.

 

თამაშის მეორე ფაზის მიზანი იყო სიმულაციური მერის, მისი ადმინისტრაციისა და საკრებულოს არჩევა.

 

პროგრამული მიზანი იყო მონაწილეებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სპეციფიკის გაცნობა და მასში მონაწილეობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

მეორე ფაზაში  განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

 

ჯგუფის პოლიტიკურ ერთეულად ფორმირება (სახელწოდება, სლოგანი, იდეოლოგიური პლატფორმა)- შეიქმნა ორი დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია და ერთი კოალიცია;

ჯგუფში მერობის კანდიდატის გამოვლენა , საარჩევნო პროგრამის შედგენა(ფორმატი: პოლიტიკური იდეოლოგიის აღწერა, პრიორიტეტები და 2 მნიშვნელოვანი დაპირება) საარჩევნო სტრატეგიის დასახვა , საარჩევნო კამპანიის განხორციელება ,განისაზღვრა საარჩევნო პრიორიტეტები. შეიკრიბა ალტერნატიული ცენტრალური საარჩევნო კომისია,ასევე ჩტარდა გარე აქტივობები: შეხვედრები მოსახლეობასთან და სტუდენტებთან;

 

პროგრამის განმავლობაში გაიმართა სამი გადაცემა. პირდაპირ ეთერში დებატების ფორმატში მონაწილეობას იღებდა არჩევნებში მონაწილე მოწინააღმდეგე პარტიის წარმომადგენლები.

 

ჩატარდა სიმულაციური არჩევნები, რომელშიც 333 ამომრჩეველი იღებდა მონაწილეობას და 3 სხვადასხვა საარჩევნო უბანზე აფიქსირებდა თავის პოზიციას.

 

 

თამაშის მესამე ფაზის მიზანი იყო  საკრებულოს დაკომპლექტება, მერის არჩევა და  მისი ადმინისტრაციის ფორმირება. 

 

პროგრამული მიზანი იყო მონაწილეებში პოლიტიკური ურთიერთობების კულტურის ფორმირება და საკრებულოს დაკომპლექტების სპეციფიკის შესწავლა.

 

მესამე ფაზაში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

 

საკრებულოს პროპორციული სიით წევრთა დაკომპლექტება,ფრაქციების ჩამოყალიბება მოქმედი კანონის მიხედვით. შეიქმნა 5 სხვადასხვა ფრაქცია, რომლებიც მუშაობდნენ შესაბამისი მიმართულებით- კულტურის, ჯანდაცვის, ეკოლოგიის, ახალგარდული პოლიტიკისა და ა.შ

საკრებულოს თავმჯდომარის და მისი ორი მოადგილის არჩევა- ჩატარდა არჩევნები რომლის შედეგების მიხედვით გამოვლინდა საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო მან დანიშნა მისი ორი მოადგილე (ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიიდან) ;

დარგობრივი კომიტეტების ფორმირება და თავმჯდომარეების არჩევა- შეიქმნა ხუთი დარგობრივი კომიტეტი და ღია კენჭისყრით დაინიშნა მისი თავმჯდომარეები;

მერის და მისი ადმინისტრაციის დაკომპლექტება. ამ ეტაპზე პროგრამას დაემატა 10 ახალი მონაწილე, სტუდენტები.

პროგრამის  დახურვა საქართველოს აპრლამენტის შენობაში გაიმართა.

Open Self-Government
bottom of page
<