სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი"
იყავი აქტიური ყველგან და ყოველთვის!
"არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე"
“Ensuring Participatory Decision Making Processes at Regional and National Levels by Empowering NGOs/CSOs”
Last Call
სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი "თაობათა დიალოგი" 2012 წლიდან ახორციელებს პროექტს "ბოლო ზარი". თავდაპირველად აღნიშნული პროექტი მხრადაჭერილი იყო ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია "Nesehnuti" მიერ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში. 2013 და 2014 წლებში პროექტის გაგრძელება ჩეხეთის რესპუბლიკის განვითარების სააგენტომ მოახდინა. 200 მეტმა მოზარდმა ისარგებლა აღნიშნული სერვისით.
პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებისა და მათი მშობლების კონსულტირებას ფსიქოლოგის, პედაგოგის და იურისტის მიერ. კონსულტაცია ხორციელდება ცხელი ხაზის მეშვეობით (ამჟამად პროექტი შეწყვეტილია ახალი დაფინანსების მოპოვების მიზნით) შემდეგ საკითხებზე: ნაადრევი ქორწინება, პრობლემები მშობლებთან, ოჯახიდან გაქცევა და თვითკვლელობის ნიშნები.
პროექტის განმავლობაში უამრავი ზარის მიღება და კონსულტირება მოხდა. შემთხვევები მრავალფეროვანი და მძიმეა.
ყველა შემოსული ზარი ბაზაში არქივდებოდა და ყველა შემთხვევაზე ხდებოდა რეაგირება.
პროექტის ფარგლებში გამოცემული იქნა სპეციალური დამხმარე ბროშურა მშობლისათვის. ჩატარდა უცხოეთში და ადგილზე მცხოვრებ მშობლებისათვის კონსულტაცია და ტრეინინგი, ახალგაზრდებისათვის არტ-თერაპიული ვორკშოპები და გადაღებული იქნა სოციალური კლიპი.
პროექტის ავტორი: ნონა ბობოხიძე