Political Party
top of page

Political Party

სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი “თაობათა დიალოგი” სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დაფინანსებით ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „პოლიტიკური პარტია“. აღნიშნულ პროექტში მონაწილეობას იღებს 6 პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლი. პროექტი 6 თვიანია და მისი მიზანია: ხელი შეუწყოს რეგიონში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის არჩევნებთან დაკავშირებული პროცედურების მიმართ ცოდნის ზრდას და ამორჩევლებთან მუშაობის საჭირო უნარ-ჩვევების დახვეწას.

 

პროექტი 15 ივნისს დაიწყო და 15 დეკემბერს დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში პროექტის მონაწილეებს უწევთ სიმულაციურ პროცესებში ჩართვა.
პოლიტიკური პარტია არის სიმულაციური თამაში, რომლის განმავლობაში მონაწილეები ქმნიან სიმულაციურ პოლიტიკურ პარტიებს, განსაზღვრავენ მის იდეოლოგიურ პლატფორმას, იმიჯს, სტრუქტურას, სტრატეგიასა და საარჩევნო პროგრამას, რათა მოხვდნენ პარლამენტში. მონაწილეები ქმნიან საპარლამენტო არჩევნების სიმულაციას, რომლის განმავლობაში ატარებენ პარტიის ყრილობებს, საარჩევნო შეხვედრებს მოსახლეობასთან, მონაწილეობენ დებატებსა და საარჩევნო შეხვედრებში, იზიდავენ ამომრჩევლებს და ა.შ.

Political Party
Political Party
Political Party

© 2023 RICDOG. 

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი" 
იყავი აქტიური ყოველთვის და ყველგან!

  • Instagram
  • Facebook
  • YouTube
  • TikTok
bottom of page