ისტორია | RICDOG
top of page

ისტორია

მთავარი რამ ორგანიზაციის შესახებ

 

სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ ჩამოყალიბდა 2005 წლის 23 ნოემბერს. 2007 წლის 13 ნოემბერს ორგანიზაციამ გაიარა ოფიციალური რეგისტრაცია.

 

RICDOG  სათემო ტიპის ორგანიზაციაა, რომელიც საკუთარ თავს საზოგადოების მოდელად ხედავს. ორგანიზაციის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საქართველოში შესაძლებელია მრავალფეროვან გარემოში ურთიერთთანამშრომლობა, ცხოვრება, ურთიერთობა და ერთობლივი საქმის კეთება. RICDOG-ის განვლილმა წლებმა აჩვენა, რომ საუკეთესო შედეგი მიიღწევა, როდესაც განსხვავებული თაობის ადამიანები თანამშრომლობენ და ერთიანი ძალებით ჰქმნიან სიახლეებს, აგვარებენ გამოწვევებს და აზიარებენ ცოდნას.

RICDOG -ი არაკომერციული, არა მომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაციაა.

RICDOG-ი კომპლექსური ორგანიზაციაა, რომელიც ორიენტირებულია ინოვაციური მეთოდების გამოყენებაზე. იგი სწრაფად ვითარდება და მუდმივად ეძებს ახალ მიდგომებს და მეთოდებს, ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩართოს ორგანიზაციის საქმიანობაში და გაავრცელოს მისი მისია, ხედვები და სტანდარტი.

RICDOG -ი ოჯახია, რომელიც ყველა მის წევრზე ზრუნავს და ხელს უწყობს მათ პიროვნულ განვითარებას.

RICDOG -ი ახალგაზრდული სულისკვეთების ორგანიზაციაა.

 

საწყისი ეტაპი

 

საინიციატივო ჯგუფის პერიოდი

2005 წლის 23 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფარგლებში შეიქმნა „სამეცნიერო კლუბის“ იდეა, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების სამეცნიერო სფეროში აქტიური ჩართვა. კლუბი არაფორმალურ ხასიათს ატარებდა და შემოიფარგლებოდა თვეში ერთხელ სამეცნიერო დისკურსებით სხვადასხვა თემებზე. დისკუსიებში თანაბრად სტუდენტები და ლექტორები მონაწილებდნენ. თემის ირგვლივ ორი მომხსენებელი ემზადებოდა, რომლებიც ერთმანეთს ოპონირებას უწევდნენ, ხოლო მათი მოხსენებების შემდეგ დისკუსიაში დამსწრე სხვა სტუდენტები და ლექტორები ერთვებოდნენ. დისკუსიის დროს გაჟღერებული მოსაზრებები იბეჭდებოდა ბროშურის სახით.

 

მეტი აქ: 

ვინაიდან სამეცნიერო კლუბი სლავისტიკის დეპარტამენტის სტუდენტის მიერ იყო ჩამოყალიბებული და პირველი სამეცნიერო დისკუსიების ძირითადი მონაწილეები ამავე დეპარტამენტის სტუდენტები იყვნენ პირველი თემები სლავისტიკის ირგვლივ ტრიალებდა, ხოლო შემდეგში თემების მრავალფეროვნება გაფართოვდა და კლუბის მუშაობაში სხვა სპეციალობის სტუდენტები და ლექტორები ჩაერთვნენ.

კლუბის სტრუქტურა ჩანასახის ფორმით არსებობდა და მის საქმიანობას კოორდინირებდა მაშინ სლავისტიკის მაგისტრის სტუდენტი ნუგზარ კოხრეიძე, ხოლო სამეცნიერო ხელმძღვანელი სლავისტიკის დეპარტამენტის გამგე ირაიდა კროტენკო იყო.

კლუბმა ეტაპობრივად გაზარდა მისი მუშაობის როგორც გეოგრაფია ისე თემათიკა. მოგვიანებით, გარდა სამეცნიერო კლუბებისა, აწყობდა სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალურ ღონისძიებებს, მართავდა სტუდენტების მიერ შექმნილ ნახატების გამოფენებს და სხვა.

კლუბის დევიზი, დეკარტის ცნობილი გამონათქვამი იყო „Cogito Ergo Sum“.

 

არასამთავრობო ორგანიზაციად ფორმირების ეტაპი

 

2007 წელს კლუბი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მისი საქმიანობა მრავალფეროვანი გახდა. მისი წევრები გახდნენ არამარტო აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, არამედ სხვა უნივერსისტეტის სტუდენტებიც. ამ გარემოებამ დააჩქარა ცვლილებები.

პირველი ნაბიჯი ორგანიზაციის ოფიციალური რეგისტრაცია იყო. 2007 წლის 13 ნოემბერს ირაიდა კროტენკომ, ნონა ბობოხიძემ და ნუგზარ კოხრეიძემ დააფუძნეს სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“.

ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარედ არჩეული იყო ნუგზარ კოხრეიძე, ხოლოს მისი მოადგილე მაკა ცერცვაძე გახდა.

მომდევნო 8 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ ეტაპობრივად ჩამოაყალიბა ორგანიზაციული სტრუქტურები. თავდაპირველად ორგანიზაციის აღმასრულებელი ორგანო, გამგეობა ორგანიზაციის მიმართულებების მიხედვით მუშაობდა, თუმცა 2010 წლიდან გუნდური მუშაობის პრინციპზე გადავიდა.

2010 წელს ორგანიზაციის გუნდმა ჩამოაყალიბა ორგანიზაციის 2010-2014 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა.

 

 

2013 წელს ორგანიზაციამ შეიმუშავა პიარ სტრატეგია, რომლითაც განისაზღვრა ორგანიზაციის ლოგო, სლოგანი, ფერი, ეთიკეტი, მედიასთან, საზოგადოებასთან, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მთავრობასთან ურთიერთობის ხედვები.

 

სრული სახელწოდება: სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“

დევიზი: „იყავი აქტიური ყველგან და ყოველთვის“.

ფერები: ლუჯი, ყვითელი და მწვანე

ლოგო: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მეტი აქ: ​

 

შეიქმნა ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვისა და ფონდების მოძიების სტრატეგია. შემუშავდა ორგანიზაციის მიმართულებები და ჩამოყალიბდა თემატური ფორმატი.

ორგანიზაციამ, რომელმაც ყოველგვარი დაფინანსების გარეშე დაიწყო 2005 წლიდან მოღვაწეობა ნელნელა მოიკრიბა მცირე, მაგრამ განვითარებისთვის საჭირო სახსრები.

ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფისათვის ორგანიზაციამ შეიმუშავა მოკლევადიანი ხედვა ფინანსების მოძიების კუთხით. 2010-2014 წლის სტრატეგიაში მნიშვნელოვანი როლი მიეძღვნა ორგანიზაციის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით კი: ორგანიზაციის საოფისე, პირველადი ტექნიკური და შტატის სახსრების მოძიებას და სარეზერვო თანხების ფორმირებას.

 

2007 წელს ორგანიზაციამ შემოიღო საწევრო გადასახადი, თავდაპირველად 1 ლარის, შემდეგ 3 და მოგვიანებით 5 ლარის ოდენობით. საწევრო ანარიცხებმა უზრუნველყო დასაწყისში მცირე, მაგრამ სწორი ნაბიჯების გადადგმა შედარებით მნიშვნელოვანი საფინანსო უზრუნველყოფისთვის.

 

2005-2014 წლებში ორგანიზაციას ნუგზარ კოხრეიძე უძღვებოდა, რომლის დროსაც საფუძველი ჩაეყარა მრავალ მნიშვნელოვან მიმართულებას და პროგრამებს.

“თაობათა დიალოგმა” ისეთი პროგრამები ჩამოაყალიბა როგორებიცაა: სამეცნიერო კლუბი, სამეცნიერო ლექტორიუმი, ინტელექტუალური და ლოგიკური თამაშების ციკლი, მოხალისეთა კლუბი, სიმულაციური თამაში “ღია თვითმმართველობა”, პიარ სკოლა, Art is Fun, ქსოვის ვორკშოპი, ჯეოკეშინგი, კორპორატიული თამაში “ოქროს საწმისის დაბრუნება”, “პროექტების წერისა და მართვის კურსი” და სხვა.

ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად 2012 წლიდან მოდელირებული თამაშის “ქუთაისის ახალგაზრდული პარლამენტი” პროგრამულ უზრუნველყოფას ახდენდა.

 

2007 წლიდან RICDOG -ი აქტიურად ჩაერთო ევროკომიის პროგრამაში  Youth in Action (დღეს ერასმუს +) და განახორციელა უამრავი გაცვლითი, სასწავლო და ტრენინგ პროგრამები, რომელშიც 700 მეტი ახალგაზრდა ჩაერთო.

 

2011 წელს, ორგანიზაციის წევრის ელისო გეგენავას ინიციატივით საფუძველი ეყრება ორგანიზაციის წლის მთავარ ღონისძიებას, საქველმოქმედო კამპანიას „ის მაინც არსებობს“.

 

მეტი აქ:

 

ამავე წელს საფუძველი ეყრება RICDOG ბანაკს, რომელიც ყოველ წლიურად ივლისის ბოლოს ტარდება და სადაც ორგანიზაციის წევრები აჯამებენ და გეგმავენ წელს.

 

მეტი აქ:

 

2013 წელს ორგანიზაციამ წარმატებით გაიარა ევროპის მოხალისეთა სერვისის აკრედიტაცია, რომელიც მომდევნო წლებში განაახლა და ამჯერად რეფორმირებული პროგრამის, ევროპის სოლიდარობის კორპუსის აკრედიტაცია გააჩნია.

 

14 მდე ევროპელ მოხალისეს გაუწია მასპინძლობა და 6 ადგილობრივი მოხალისე გააგზავნა.

 

2014 წელს “თაობათა დიალოგი“ უკვე Peace Corps მოხალისეობის პროგრამაში ჩაერთო და უმასპინძლა 2 ამერიკელ მოხალისეს ჯილ სიმპსონს და ენდრიუ შაფერს. მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ორგანიზაციის ინსტიტუციონალურ და პროგრამულ განვითარებაში.

 

ამ წლების განმავლობაში RICDOG  პარტნიორობს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო მოძრაობასთან 350.org და წევრიანდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმაში.

მეტი აქ: 

 

ამ წლებში სხვადასხვა ვადით გამგეობის წევრები იყვნენ: ნუგზარ კოხრეიძე (კლუბის თავმჯდომარე: 2005-2007 წლებში, გამგეობის თავმჯდომარე 2007-2014 წლებში), მაკა ცერცვაძე (მოადგილე - 2007-2011 წლებში), გიორგი ჯანელიძე (მოადგილე 2011-2013 წლებში), გვანცა თოთაძე (მოადგილე 2013-2014 წლებში), თამუნა კოპალიანი, ნინი ვაშაყმაძე, ფერიდე ქუთათელაძე, ბეჟან ნიქაბაძე, კონსტანტინე სვანიძე, გიორგი უგლავა, თიესა მორჩაძე, თეონა ზაქარაშვილი, გურამ კვანტალიანი, ანა ლემონჯავა, ეკატერინე პატარაია და სხვები.

 

რეფორმებისა და გარდაქმნის ეტაპი

 

2014 წელს RICDOG-ი გარდაქმნების ახალ პროცესს იწყებს. იცვლება ორგანიზაციის წესდება, ყალიბდება ახალი სტრუქტურა და მუშავდება 2015-2024 წლების ორგანიზაციის განვითარების სტრატეგია.

პრეზიდიუმი:

ორგანიზაციის დამფუძნებლები: პრეზიდენტი - ირაიდა კროტენკო; ვიცე-პრეზიდენტი - ნონა ბობოხიძე; თავმჯდომარე - ნუგზარ კოხრეიძე. 

პრეზიდიუმი არჩევს წელიწადში ერთხელ ორგანიზაციის წევრებს (ერთწლიანი მანდატით), უძღვება წევრთა საერთო კრებას, იბარებს პროგრამულ და ფინანსურ ანგარიშებს გამგეობისგან. პრეზიდიუმის ერთ-ერთ წევრს გააჩნია თანაბარი წარმომადგენლობითი უფლებები გენერალურ მდივანთან ერთად. 5 წელიწადში ერთხელ პრეზიდიუმს ერთი ახალი წევრი შეიძლება შეემატოს. ამის უფლება საპატიო გენერალურ მდივნებს აქვთ თუ მათ გამგეობის წევრობის ვადა ამოეწურათ. 

გამგეობა

ფორმირდება ორგანიზაციის წევრების მიერ 3 წლის ვადით. გამგეობა ირჩევს 1 წლის ვადით (3 ჯერ გადარჩევის უფლებით გენერალურ მდივანს და მის მოადგილეს). 

წევრთა საერთო კრება

შედგება ერთწლიანი პერიოდის განმავლობაში (ნოემბრიდან ნოემბრამდე) 20 წევრისგან (გამონაკლისის შემთხვევაში 25). ყოველ 6 თვეში ერთხელ იმართება წევრთა საერთო კრება. 

მეტი აქ:

 

დღეს, შეიძლება ითქვას, რომ RICDOG-ს გააჩნია სრული ნორმატიული ბაზა, რათა განავითაროს ორგანიზაცია: ყველა საკვანძო დოკუმენტი, რომელიც ორგანიზაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

მნიშვნელოვანია ის, რომ ორგანიზაციამ მკაფიოდ განსაზღვრა სამი მართველი რგოლის ფუნქცია, პასუხისმგებლობები და მოახდინა ამ რგოლების დაბალანსების სისტემის უზრუნველყოფა: პრეზიდიუმის, გამგეობისა და წევრთა საერთო კრების სახით. შეიმუშავა სრულიად ახალი ფორმა და მიდგომა ორგანიზაციის წევრების ჩართულობისა და პროფესიული ზრდის თვალსაზრისით.

ორგანიზაციის სტრუქტურის და საკადრო საკითხების მოსაგვარებლად განხორციელდა მრავალი პროგრამა, დაწყებული შიდა ორგანიზაციული ტრენინგების, სემინარების ორგანიზებით, დამთავრებული გაცვლითი და სასწავლო ღონისძიებებში ჩართვით.

 

ორგანიზაციული დემოკრატიის განვითარებისთვის და წევრების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მიზნით შეიქმნა გეიმიფიცირებული კორპორატიული ორგანიზაციული სტრუქტურა, რომლის მიზანია ორგანიზაციის წევრთა პიროვნული განვითარება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა და  თვითშეფასების კომპეტენციის გამომუშავებაში ხელშეწყობა.

 

მეტი აქ:

 

წევრთა შორის ფანდრაიზინგის კულტურის დამკვიდრებისთვის და სტიმულირებისთვის ასევე შეიქმნა კორპორატიული გეიმიფიცირებული პროგრამა „RICDOG ბირჟა“.

მეტი აქ:

 

ორგანიზაცია აყალიბებს შიდა სტრუქტურებს დეპარტამენტების სახით, რომლებიც დღემდე მოქმედებენ:

„მართე შენი ორგანიზაცია“, რომელიც ზრუნავს წევრის პიროვნულ განვითარებაზე, ჩართულობაზე და მეტი დემოკრატიის უზრუნველყოფისთვის რიგ ღონისძიებებს ახორციელებს. ყალიბდება ხელშეწყობისა და სწავლების სისტემა, სადაც დამფუძნებლები ქოუჩინგს უწევენ გამგეობის წევრებს, გამგეობის წევრები  ორგანიზაციის წევრების სუპერვაიზინგს ახორციელებენ და წევრები მენტორინგს ახდენენ პროგრამის მონაწილეებისა და მოხალისეების მიმართ.

„პროექტების წერისა და მართვის დეპარტამენტი“, რომელიც ასწავლის წევრებს პროექტების წერას და რთავს მათ პროექტების მოპოვებისა და განხორციელების პროცესში.

„ფანდრაიზინგის დეპარტამენტი“, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის ყველა წევრის ფონდების მოძიების საქმიანობაში ჩართვას, ახორციელებს ფინანსური განათლების პროგრამებს და ეძებს სხვადასხვა გზებს ფინანსების დიფერენციაციისთვის.

ამ პერიოდში RICDOG -ი საფუძველს უყრის ტრადიციებს, რომელიც დღემდე გრძელდება:

 

წევრთა მანდატიზაციის დღე

ყოველი წლის 17 ნოემბერს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გაიაროს დამფუძნებლებთან გასაუბრება და 1 წლით გახდეს ორგანიზაციის წევრი, მრავალჯერ არჩევის უფლებით.

წლისა საუკეთესო წევრი

2018 წლიდან, წლის ბოლო, საქველმოქმედო ღონისძიებაზე ავლენს „წლის საუკეთესო წევრს“.

15 იანვარს იმართება ორგანიზაციის საუკეთესო წევრის ინაუგურაციის ცერემონია.

წლის საუკეთესო წევრები არიან:

2018 - ქრისტინე ჩიხლაძე;

2019 - დეა ეზუგბაია;

2020- შაკო ჯინჭარაძე;

2021 - მარიამ ჟორჟოლიანი;

2022 - თეიმურაზ ჯიმშელეიშვილი.

გარდა ამისა, 2014 და 2016 წლებში საუკეთესო წევრის სტატუსი მიენიჭა: მონიკა დოღონაძეს და თაკო ხელაძეს (2014) და ირაკლი თევზაძეს (2016).

მეტი აქ:

შერჩეული წევრები ნოემბრის ბოლო რიცხვებში ირჩევენ გამგეობას, ხოლო გამგეობა თავისი რიგებიდან გენერალურ მდივანს და მოადგილეს.

 

საპატიო გენერალური მდივნის ინაუგურაცია

 

17 დეკემბერს (ყოველ მესამე წელს), იმართება საპატიო გენერალური მდივნის ინაუგურაცია, რომელზეც ყოფილი გენერალური მდივანი აბარებს ანგარიშს საზოგადოებას და იღებს საპატიო ჯილდოს, რომელიც გულისხმობს სამი წლის განმავლობაში ფულად პრემიას, გამგეობის წევრობას 5 წლის განმავლობაში ხმის უფლებით და ორგანიზაციაში მუშაობის გაგრძელების შემთხვევაში სასურველი მიმართულების არჩევას.

 

საახალწლო ნაძვისხის ანთება

ეს ტრადიცია 2020 წელს დაიწყო. 17 დეკემბერს ორგანიზაციის წევრები ერთად აწყობენ ნაძვის ხეს და შემდეგ ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს.

საპატიო ჯილდო

ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ორგანიზაცია აღნიშნავს იუბილეს, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია საპატიო ჯილდოს გადაცემა.

ჯილდო განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცემა ორ ადამიანს: 1. ორგანიზაციის გარე პირი; 2. ორგანიზაციის შიდა პირი.

ჯილდო გადაეცემა იმ ადამიანებს, რომლებმაც ორგანიზაციის თვალთახედვით მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქვეყნისა და ორგანიზაციის განვითარებაში.

საპატიო ჯილდოს მფლობელები არიან:

2015 წლის საუბილეო ღონისძიება

ნოდარ ჯიქია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროგრამების დირექტორი, ქუთაისის ფილიალი;

მაკა ცერცვაძე - RICDOG-ის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე 2007-2011 წლებში.

 

2020 წლის საუბილეო ონლაინ ღონისძიება

ნინო ჩხობაძე - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის, დედამიწის მეგობრები -საქართველო თავმჯდომარე;

გვანცა თოთაძე - RICDOG-ის გენერალური მდივანი 2014-2017 წლებში.

 

2014-2017 წლები

გენერალური მდივანი - გვანცა თოთაძე

გენერალური მდივნის მოადგილე - ეკატერინე მარუქაშვილი

გამგეობის წევრები:

თიესა მორჩაძე, ციცი ძაძუა, ლორენა გაბელია, კონსტანტინე სვანიძე, გიორგი უგლავა, აკაკი საღინაძე, ავთანდილ მიქაუტაძე, ლანა თოთაძე.

3 წელი მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ორგანიზაციის სტრუქტურული ცვილებების ეფექტურობის ჩვენებისთვის, ორგანზიაციის გამართულად მუშაობის, მისი იმიჯისა და საბოლოო სახის მიცემის თვალსაზრისით. ამ დროის განმავლობაში ორგანიზაცია ასრულებდა ყველა მის სტრატეგიულ დოკუმენტს და განსაკუთრებით „სტრატეგიული განვითარების დოკუმენტს“, სადაც აქცენტები გაწერილი წლის პრიორიტეტების შესრულების თვალსაზრისით კეთდებოდა. ორგანიზაციამ სრულად დაიცვა წლის პრიორიტეტები და მათგან გამომდინარე ახორციელებდა შესაბამის პროგრამებსა და პროექტებს თუ ერთჯერად აქცია–ღონისძიებებსა და აქტივობებს.

 

ამ პერიოდში შეიქმნა შემდეგი სახის დოკუმენტები:

 

სტრატეგიული განვითარების გეგმა (2015-2024 წლები);

ფინანსების მოძიების სტრატეგია;

გენდერული თანასწორობის კონცეფცია;

პიარ სტრატეგია;

ადამიანური რესურსებისა და მართვის სტრატეგია;

ფრილანსერების სისტემა.

 

2017-2020 წელი

გენერალური მდივანი - ეკატერინე მარუქაშვილი

გენერალური მდივნის მოადგილე - ლანა თოთაძე

 

გამგეობის წევრები:

აკაკი საღინაძე, დურმიშხან კიკუტაძე, ავთანდილ მიქაუტაძე, ირაკლი თევზაძე, გიორგი გაბრიაძე, ქრისტინე ჩიხლაძე, კახაბერ ეძგვერაძე.

 

ამ პერიოდში დამტკიცდა შემდეგი დოკუმენტები:

 

ქცევის კოდექსი;

პროტოკოლი;

მწვანე ოფისი კონცეფცია.

 

ამ პერიოდში იცვლება ორგანიზაციული გეიმიფიცირებული სტრუქტურის პროგრამა და ორგანიზაცია ახალ მიდგომაზე გადადის, რომელსაც „RICDOG ჩართულობის სტრუქტურა“ ეწოდა.

 

მნიშვნელოვანი მოვლენა: 2020 წელს ორგანიზაციამ ფართო საზოგადოებრივი კამპანიის მეშვეობით საკუთარი საოფისე ფართი შეიძინა.

მეტი აქ:

 

2020-2023 წელი

 

გენერალური მდივანი - ლანა თოთაძე

გენერალური მდივნის მოადგილე - ირაკლი თევზაძე

 

გამგეობის წევრები:

 

დურმიშხან კიკუტაძე, ქრისტინე ჩიხლაძე, კახაბერ ეძგვერაძე, დიანა აბულაძე, თათია ტოფაძე.

RICDOG LOGO.jpg
bottom of page